ავტორიზაცია

ბაიერნმა სტუმრად შალკე არ დაინდო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა! [VIDEO]

ბაიერნმა სტუმრად შალკე არ დაინდო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა! [VIDEO]
თარიღი 24 იან 2021, 20:42
გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "შალკემ" შინაურ კედლებში "ბაიერნს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება მიუნხენური გრანდის გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

ანგარიში 33-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა, პირველ ტაიმში საინტერესო არაფერი აღარ მომხდარა.

54-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ "რეკორდმაისტერის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

"ბაიერნმა" მატჩის მიწურულს სხვაობა გამანადგურებელი გახადა - ორწუთიან მონაკვეთში, 88 და 90-ე წუთებზე, გელზერკირხენელთა კარი მიულერმა და დავიდ ალაბამ აიღეს.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელთა მცველმა, ჯოშუა კიმიხმა, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.