ბრუნო: "მანჩესტერის გულშემატკივრებს განსაკუთრებული კვირა ელით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა:
"პრემიერ ლიგაში, მანჩესტერის შემადგენლობაში თამაში - ოცნებას ჰგავს. მიხარია, რომ ყველაფერი ის, რის შესახებაც ვფიქრობდი, რეალობა გახდა.
ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს მინდა მივმართო - მოემზადეთ, წინ განსაკუთრებული კვირა გელით", - განაცხადა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 27 იანვარს, "წითელი ეშმაკები" ინგლისის ასოციაციის თასზე მიიღებენ "შეფილდ იუნაიტედს", კვირას, 30 იანვარს კი უკვე ეპლ-ში ლონდონის "არსენალს" ესტუმრებიან.
აქვე დავამატებთ, რომ გადამწყვეტი გოლი მერსისაიდელების კარში ჯარიმით სწორედ "მანიუს" შემტევმა ნახევარმცველმა გაიტანა.