"ბარსელონა ლა ლიგის საჩემპიონო რბოლიდან არ ამოვარდნილა", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსების შესახებ განცხადება გააკეთა:
"ატლეტიკოსთან ჩამორჩენა არც ისე მცირეა - 10 ქულა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მათ ერთი შეხვედრა თადარიგში აქვთ.
ამის მიუხედავად, საჩემპიონო რბოლა ცოცხალია და ცხადია, ბარსელონა ამ ყველაფრის აქტიური შემადგენელი ნაწილია.
წინ კიდევ სეზონის მეორე ნახევარია, არაერთი შეხვედრა და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი ყველაფერია", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე "ბლაუგრანამ" "ელჩე" დაამარცხა.
შეძლებს ბარსელონა ამ სეზონში ლა ლიგის მოგებას?