ავტორიზაცია

"არსენალი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება", - ოზილი

"არსენალი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება", - ოზილი
თარიღი 27 Jan 2021, 19:41
"ფენერბაჰჩეს" ახალწვეულმა შემტევმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ისაუბრა თავისი ყოფილი კლუბის, ლონდონის "არსენალის" შესახებ:

"არსენალი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. ერთად ჩვენ დავწერეთ ისტორია, რომელიც ტიტულების მოგებით გვირგვინდებოდა.

ამის გარდა, ლონდონთან დაკავშირებით უამრავი მოგონება მაკავშირებს. მადლობა ყველაფრისთვის", - განაცხადა გერმანიის ნაკრების ექს-ფლეიმეიქერმა.

სტამბოლური გუნდის ჰავბეკი "მეთოფეებში" თამაშობდა 2013-2021 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 254 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

"კანონირებში" გადასვლამდე კი 32-წლის შუახაზელი წლების განმავლობაში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა.