ბენიტესს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს

BBC-ის თანახმად, "დალიან იფანის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს.
ესპანელი დამრიგებლით დაინტერესებულია მისი ორი ყოფილი კლუბი - ლონდონის "ჩელსი" და "ნიუკასლ იუნაიტედი".
"არისტოკრატებს" ის სურთ დროებით თავკაცად, სეზონის ბოლომდე, ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემთხვევაში.
აღნიშნული გარემოება არ აწყობს თავად "ლურჯების" ექს-მწვრთნელს, რომელიც გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს.
რაც შეეხებათ "კაჭკაჭებს", პირენეელი დამრიგებელი არ განიხილავს მათ წინადადებას იმ დრომდე, სანამ კლუბში უფროსობა არ შეიცვლება.