"უგუნური გადაწყვეტილება", - ლინეკერი ჩელსის აკრიტიკებს

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა და ამჟამად ტელე-წამყვანმა, გარი ლინეკერმა, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
დღეს ყველა ავტორიტეტული გამოცემა ერთხმად იტყობინება, რომ ლონდონური კლუბი ლამპარდის გაშვებაზე განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
„იწერება, რომ ლამპარდს დღეს გაუშვებენ. სრულიად უგუნური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა პირველივე წარუმატებელი სერიის შემდეგ. თავიდანვე აშკარა იყო, რომ მას დრო დასჭირდება, როდესაც კლუბში ამდენი ახალწვეული მოვიდა.
სიძლიერე მოთმინებაშია - ფეხბურთში ეს იშვიათად ესმით. ეს კლუბი ვერაფერს ვერ სწავლობს.“ - წერს ლინეკერი „ტვიტერში“.
ლამპარდმა „ჩელსი“ 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა, ამჟამად გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.