ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩელსიმ ფრენკ ლამპარდი გაუშვა

ოფიციალურად: ჩელსიმ ფრენკ ლამპარდი გაუშვა
თარიღი 25 Jan 2021, 15:37
„ჩელსიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენკ ლამპარდს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც კლუბის მფლობელსა და ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდათ.“

კლუბი მადლობას გამოუთქვამს ფრენკს იმ მიღწევებისთვის, რომელიც მან გუნდის მთავარი მწვრთნელის სათავეში მიაღწია. თუმცა, ბოლოდროინდელი შედეგები დამაიმედებელი არ იყო, კლუბი ცხრილის შუაში იმყოფება და პროგრესის ნიშნები არ უჩანს.

ფრენკისნაირ ლეგენდასთან განშორებისთვის იდეალური დრო ვერასდროს იქნება, თუმცა ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კლუბის შედეგებს სასწრაფო გაუმჯობესება სჭირდება.“ - ამ სიტყვების წაკითხვა „ჩელსის“ ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

პრესაში იწერება, რომ უახლოეს პერიოდში, „ჩელსის“ თომას ტუხელი ჩაიბარებს, რომელმაც იანვრის პირველ რიცხვებში „პსჟ“ დატოვა. გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე იქნება გაფორმებული.

სწორია ლამპარდის გათავისუფლება?