ავტორიზაცია

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში
თარიღი 25 Jan 2021, 15:41
"რა ამოძრავებს ხალხს? შიმშილი, რომელსაც მე ვეღარ ვგრძნობ", - აცხადებდა ხაბიბ ნურმაგომედოვი ცოტა ხნის წინ. კონორ მაკგრეგორის ფეილების შემდეგ, საბრძოლო სამყარო რწმუნდება იმაში, რომ დაღესტნელი MMA-დან იდეალურ დროს წავიდა. "არწივის" მსგავსად, შიმშილის გრძნობა გამქრალი აქვს ირლანდიელსაც, თანაც უკვე დიდი ხანია.

იყო დრო, როდესაც "ნოტორიუსი" ოქტაგონში გამოდიოდა წელიწადში რამდენჯერმე, გადადიოდა ერთი წონითი კატეგორიიდან მეორეში, აგროვებდა საჩემპიონო ქამრებს და მხოლოდ UFC-ის შესახებ ფიქრობდა. გარდატეხა მოხდა, სადღაც 2016 წლის ბოლოს, ედი ალვარესის უმარტივესად დამარცხების შემდეგ.

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

კელტმა მოიწყინა, რის შედეგადაც დაიწყო კომერციული კარუსელი - ფინანსურად მომგებიანი საცირკო სანახაობა ფლოიდ მეიუეზერთან, ვისკის რეკლამა, განცხადებები კარიერის დასრულების შესახებ, მოკლედ, ყველაფერი MMA-ს გარდა. გვირგვინად იქცა უშანსო მარცხი კავკასიელთან.

კარგად გვახსოვს, თუ როგორ ხმაურობდა 32-წლის მებრძოლი უშუალოდ ჩხუბის წინ, თუმცა ის, რაც მოხდა ოქტაგონში, უძლურობის ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. ავარელმა უბრალოდ სავარჯიშო რეკვიზიტივით ათრია ის, რის შედეგადაც, პათოსით სავსე ბუშტი სახელად კონორი, გასკდა.

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

მდგომარეობის გამოსწორება მან სცადა დონალდ სერონეს განადგურებით - სანახაობა შედგა, თუმცა გულახდილები ვიყოთ, ფორმის პიკში მყოფი ირლანდიელი ამერიკელს მეტოქედ არც კი განიხილავდა. მაკმა გააცნობიერა, რომ შთაბეჭდილების მოხდენა ვერ მოხერხდა და ის MMA-დან კვლავ წავიდა.

გავიდა ერთი წელი და "ნოტორიუსმა" დაგეგმა მორიგი ხმაურიანი ქამბექი, რომელიც როგორც ვნახეთ, კრახით დასრულდა. სპირტიანი სასმელების ბიზნესში ის ამჯერად დააბრუნა ძველმა მეტოქემ, დასტინ პორიემ. დიახ, კელტს ადრეც უჩხუბია მასთან, ჯერ კიდევ ე.წ. შიმშილობის პერიოდში.

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

2014 წლის სექტემბერში მაკგრეგორმა ამერიკელი გათიშა ტექნიკური ნოკაუტით, გავიდა შვიდი წელი და მსხვერპლის როლში ამჯერად თავად ირლანდიელი აღმოჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ კონორმა ჯერ კიდევ პრეს-კონფერენციაზე წააგო მასთან ბრძოლა, უფრო სწორად საკუთარ თავთან.

ძველი "ნოტორიუსი" მოწინააღმდეგეებს უტევდა ჟურნალისტების წინ, აწონვის დროს, სოციალურ ქსელებში, ერთი სიტყვით, ყოველ ხელსაყრელ მომენტში, მაშინ, როდესაც კელტის ახალ ვერსიაში აგრესიის ერთი წვეთი არ იგრძნობოდა. ის დაღვინდა? არა, უბრალოდ 32-წლის მებრძოლი იმდენად მოდუნებულია, რომ მისთვის დადგმული განრისხებულობის დემონსტრირებაც რთულია.

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

რაც შეეხება მაკგრეგორის კარიერის განვითარებას, ოქტაგონიდან წასვლის შესახებ მორიგი განცხადება იქნება სრული მარაზმი, და მას იაფასიან ჰაიპსაც კი არ მოუტანს. ირლანდიელისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის, ანუ ტოპ 15-ში ტრიალი, ბრძოლების გამართვა პერიოდულად და არა დასაქამბექებლად.

ერთი სიტყვით, ის უნდა მოექცეს UFC-ის სტანდარტული მებრძოლის კალაპოტში, იმისთვის, რომ აღზევდეს იქ, სადაც გასული დეკადის შუა პერიოდში იყო. მეორე საკითხია ის, თუ რამდენად მოირგებს კონორი ამ რუტინას. ვნახოთ, რა კურსით წარიმართება მისი უკვე აღარც ისე სკანდალური გზა.

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

"ნოტორიუსი" ჰგავს ბიჭს, ეზოპეს ერთ-ერთი ცნობილი იგავიდან, რომელშიც მთავარი გმირი ცრუ განგაშით იქცევდა თავისი სოფლის მაცხოვრებლების ყურადღებას. ბიჭმა ორჯერ დაიყვირა "მგელი!", მაგრამ როდესაც მტაცებელი რეალურად მოვიდა, მისი ნათქვამი უკვე აღარავინ დაიჯერა.

ბიჭი, რომელიც ყვიროდა "მგელი!" - კონორის კარიერა ეზოპეს ცნობილ იგავში

გამოკითხვა