ავტორიზაცია

წავა თუ არა ჰოლანდი დორტმუნდიდან, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა?

წავა თუ არა ჰოლანდი დორტმუნდიდან, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა?
თარიღი 25 Jan 2021, 17:52
ერლინგ ჰოლანდი „სიგნალ იდუნა პარკიდან“ აბარგებას არ ჩქარობს.

ასე, გერმანული Kicker-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი თავდამსხმელი დორტმუნდის „ბორუსიაში“ დარჩენას იმ შემთხვევაშიც კი აპირებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს.

ბოლო პერიოდში, ფეხბურელს აქტიურად უკავშირებენ სხვადასხვა ევროპულ გრანდებს - ისეთებს, როგორებიცაა მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

თუმცა, თავად ჰოლანდი „ბორუსიაში“ თამაშით კმაყოფილია და სურს, პროგრესის გაგრძელების ხათრით, „ფუტკრების“ შემადგენლობაში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩეს.

მომავალი წლიდან, ანუ 2022 წლის ზაფხულიდან, ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა გააქტიურდება - 75 მილიონი ევრო, რომლის სანაცვლოდაც მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუ ფეხბურთლთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდება.

ბოლო დროს, „დორტმუნდი“ სათანადო შედეგებით ვერ დაიკვეხნის. კერძოდ, გუნდმა სატურნირო ცხრილში მ ე-7 ადგილს იკავებს და ბოლო 5 მატჩში ორი მოგება, ორი მარცხი და ერთი ფრე აქვს ნათამაშები. „ფუტკრებს“ მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის შეცვლამაც არ უშველა.