ავტორიზაცია

გვარდიოლა თავისი შეგირდის ბარსელონაში წასვლას უკვე შეეგუა - Sky Sports

გვარდიოლა თავისი შეგირდის ბარსელონაში წასვლას უკვე შეეგუა - Sky Sports
თარიღი 25 Jan 2021, 19:30
"მანჩესტერ სიტის" მცველი, ერიკ გარსია "ბარსელონაში" გადავა, იტყობინება Sky Sports.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ 19 წლის ესპანელი "ბარსელონას" შეუერთდება.

მოგეხსენებათ, გარსიამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

ახალგაზრდა უკანახაზელი "ბარსელონას" აღზრდილია და მანჩესტერელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

Transfermarkt-ის ვერსიით, გარსიას სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.