ავტორიზაცია

ერთ მატჩში დამყარებული 3 რეკორდი - ლევანდოვსკი შეუჩერებელია!

ერთ მატჩში დამყარებული 3 რეკორდი - ლევანდოვსკი შეუჩერებელია!
თარიღი 25 Jan 2021, 21:01
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მე-18 ტურში "შალკესთან" გამართულ მატჩში ახალი რეკორდები დაამყარა.

32 წლის ფეხბურთელმა 54-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, გოლის გატანა მოახერხა და გელზერკირხენელთა განადგურებაში საკუთარი წვლილი შეიტანა - 4:0.

ეს გოლი პოლონელისთვის გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში რიგით 23-ე გამოდგა. როგორც მიუნხენელთა პრესსამსახური იუწყება, ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ წრეში მეტოქის კარის აღება ამდენჯერ მოახერხა.

გარდა ამისა, რობერტი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლი ზედიზედ რვა გასვლით შეხვედრაში გაიტანა. გარდა ამისა, ფორვარდი "შალკეს" უკვე ზედიზედ 11 მატჩია უტანს, რაც ბუნდესლიგისთვის რეკორდული სერიაა.

"ბაიერნი" 18 ტურში მოპოვებული 42 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლაიფციგს" 7 ქულით უსწრებს.