კოსტაკურტა: "მილანურ დერბიშიც და სკუდეტოსთვის ბრძოლაშიც ინტერია ფავორიტი"

"მილანის" ექს-ფეხბურთელი, ალესანდრო კოსტაკურტა მიიჩნევს, რომ იტალიის თასზე გასამართ დერბიში ფავორიტი "ინტერია".
"ინტერს" შედეგებში სტაბილურობის მიღწევაში რაღაც უშლის ხელს, მაგრამ ფავორიტია, როგორც დერბიში, ისევე "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში. "მილანისთვის" თვალყურის დევნება სახალისოა, "ინტერი" კი უბრალოდ უკეთესია".
"კონტეს გუნდმა გააცნობიერა შეცდომა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვა და ფლეი ოფს მიღმა დარჩა. ევროთასებიდან გამოვარდნა "ნერაძურისთვის" გაზაფხულზე დამატებითი უპირატესობა იქნება", - ციტირებს კოსტაკურტას სიტყვებს Corriere della Sera.
იტალიის თასის ეგიდით, "ინტერისა" და "მილანის" 1/4 ფინალური დაპირისპირება ხვალ, 26 იანვარს გაიმართება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს.
სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "მილანი" 19 ტურის შემდეგ მოპოვებული 43 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "ინტერი" "როსონერის" ორი ქულით ჩამორჩება.