"მსგავსება არის", - გიგსმა ერთმანეთს ბრუნო ფერნანდეში და კანტონა შეადარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რაიან გიგსმა ბრუნო ფერნანდეში "ეშმაკუნების" ყოფილ ფეხბურთელს, ერიკ კანტონას შეადარა.
"რა თქმა უნდა, მსგავსება არის - პენალტები, გოლები და ასისტები, ერთი პოზიცია", - ციტირებს უელსელის სიტყვებს Stadium Astro.
"ბრუნოს მოსვლის შემდეგ, გუნდის შედეგები შეიცვალა. ნამდვილად აამაღლა გუნდის დონე. მაგრამ ერიკმა ინგლისის ჩემპიონატი 3-ჯერ თუ 4-ჯერ მოიგო, აგრეთვე ინგლისის თასსაც დაეუფლა".
"ადვილი არ არის, რადგან გუნდს ხარისხი აქვს, მაგრამ ბევრი ტიტული არა. როცა ბრუნო ამას მიაღწევს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მასზე და ისეთ ფეხბურთელებზე საუბარი, როგორიც კანტონაა", - დასძინა გიგსმა.