ავტორიზაცია

ბრუნო: "ვან დე ბეკის ადგილას რომ ვიყო, სულაც არ ვიქნებოდი ბედნიერი"

ბრუნო: "ვან დე ბეკის ადგილას რომ ვიყო, სულაც არ ვიქნებოდი ბედნიერი"
თარიღი 25 Jan 2021, 21:42
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა თანაგუნდელ დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ინგლისის თასის 1/16 ფინალში "ლივერპულთან" (3:2) გამართული მატჩის 66-ე წუთზე ჰოლანდიელი სწორედ პორტუგალიელმა შეცვალა და 78-ე წუთზე გამარჯვების მომტანი ჯარიმაც გაიტანა.

"დონიმ კარგი მატჩი ჩაატარა. ჩემს პოზიციაზე ითამაშა, ძალიან კარგად მოძრაობდა და საერთო ჯამში, კარგად იასპარეზა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - ციტირებს ბრუნოს სიტყვებს Daily Mail.

"დონის ადგილას რომ ვიყო, სულაც არ ვიქნებოდი ბედნიერი. მაგრამ რაც მთავარია, მოედანზე გავიდა და გუნდს დაეხმარა".

"ემიუს" ნამდვილად კარგი შემადგენლობა ჰყავს, სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს. თუ სათადარიგოთა სკამს, სასტარტო თერთმეტეულს და იმ ფეხბურთელებს შევხედავთ, რომლებსაც საერთოდ არ უთამაშიათ, მივხვდებით, რომ ნამდვილად ძლიერი შემადგენლობა გვყავს", - დასძინა ფერნანდეშმა.

ვან დე ბეკმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს.