ავტორიზაცია

VIDEO: 26 წლის წინ, კანტონამ კუნგ-ფუს სტილში ფანს ლეგენდარული დარტყმა მიაყენა

VIDEO: 26 წლის წინ, კანტონამ კუნგ-ფუს სტილში ფანს ლეგენდარული დარტყმა მიაყენა
თარიღი 25 იან 2021, 22:30
დღეს, 25 იანვარს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტან ერიკ კანტონას ცნობილი ინციდენტიდან 26 წელიწადი გავიდა.

ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, "კრისტალ პალასთან" გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ფრანგს მეტოქეები რეგულარულად ეუხეშებოდნენ. მეორე ტაიმის შუაში კანტონამ თავი ვერ შეიკავა, მოწინააღმდეგის მცველ რიჩარდ შოუს დაარტყა და მოედნიდან გააძევეს.

სტადიონის დატოვებისას, ერიკმა გაიგო, თუ როგორ მიაყენა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, 20 წლის მეტიუ სიმონსმა შეურაცხყოფა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "წაეთრიე შენს საფრანგეთში". საპასუხოდ, კანტონა გაექანა, სარეკლამო ბარიერს გადაახტა და გულშემატკივარს კუნგ-ფუს სტილში ფეხი მკერდში უთავაზა, შემდეგ კი სახეში ხელი დაუმატა.

სამართალწარმოების შედეგად, კანტონას 120-საათიანი საზოგადოებრივი შრომა დაეკისრა, ოქტომბრამდე აეკრძალა ინგლისის ჩემპიონატში თამაში, აგრეთვე ჯარიმის სახით 10 ათასი ფუნტის გადახდაც მოუწია.