ავტორიზაცია

შალკემ ვოლფსბურგის მცველი ინათხოვრა

შალკემ ვოლფსბურგის მცველი ინათხოვრა
თარიღი 25 იან 2021, 23:27
"შალკემ" "ვოლფსბურგის" მცველი, ვილიამი ინათხოვრა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მხარეები დეტალებს არა ასაჯაროვებენ.

25 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში "ვოლფსბურგის" მაისურით ორი მატჩი ჩაატარა.

"შალკე" ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს, გელზერკირხენელების აქტივში 18 მატჩში მოპოვებული 7 ქულაა.