ავტორიზაცია

გვარდიოლამ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა: "მათი მწვრთნელი გენიოსია"

გვარდიოლამ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა: "მათი მწვრთნელი გენიოსია"
თარიღი 26 Jan 2021, 00:52
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა "ვესტ ბრომვიჩის თავკაცზე სემ ელერდაისზე საუბრობს.

ეს გუნდები ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან და თუ "სიტი" მოიგებს, პრემიერ ლიგის ლიდერი გახდება.

"ადვილი არ არის, ვულვზთან, ლივერპულთან და სხვა გუნდებთან კარგი შედეგები დააფიქსირო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ელერდაისი გენიოსია.

მათთან ჩვენც ძალიან რთული მატჩი გვექნება, მაგრამ მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა", - განაცხადა გვარდიოლამ.