ავტორიზაცია

3 გოლი ბოლო 5 წუთში - ტოტენჰემი შემდეგ ეტაპზეა [VIDEO]

3 გოლი ბოლო 5 წუთში - ტოტენჰემი შემდეგ ეტაპზეა [VIDEO]
თარიღი 26 Jan 2021, 01:41
ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში "ტოტენჰემი" "უიკომბის" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს, თუმცა ლონდონელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი დამატებით დროში უნდა გადასულიყო.

თუმცა ბოლო 5 წუთში მოურინიოს გუნდმა მეტოქე არ დაინდო და 3 ბურთი გაიტანა. "ტოტენჰემი" 1/8 ფინალში გავიდა.