ავტორიზაცია

ბრუნო: "ვან დე ბეკი მანჩესტერის მომავალი ლიდერია"

ბრუნო: "ვან დე ბეკი მანჩესტერის მომავალი ლიდერია"
თარიღი 27 Jan 2021, 19:26
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, დონი ვან დე ბეკის შესახებ:

"ვან დე ბეკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დროთა განმავლობაში მისი გავლენა მანჩესტერის თამაშზე კიდევ უფრო გაიზრდება.

არ გამოვრიცხავ, რომ ნიდერლანდელი მომავალში ჩვენი გუნდის სრულფასოვანი ლიდერობა ითავოს. მისი გვიმედება".

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებში" დამკვიდრებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

23-წლის ფლეიმეიქერმა "მანიუს" შემადგენლობაში მოასწრო არასრული 22 შეხვედრის ჩატარება და მხოლოდ ერთი გოლის გატანა.