ავტორიზაცია

ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა - The Athletic

ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა - The Athletic
თარიღი 27 Jan 2021, 20:13
The Athletic-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა.

ნიდერლანდელი ფლემეიქერი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობას მინიმუმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არ დატოვებს.

"მანიუს" ჰავბეკს სურს გუნდში დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში საბოლოოდ დამკვიდრებისთვის ბრძოლა.

ამის გარდა, 23-წლის შუახაზელის გაშვების წინააღმდეგია "მანკუნიანელების" მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

ნორვეგიელი დამრიგებელი დარწმუნებულია იმაში, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი სეზონის მსვლელობისას სასარგებლო იქნება.