ოფიციალურად: ანტონიო კონტეს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

„ინტერის“ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, სერია ა-ს ორ მატჩზე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ამის მიზეზი „უდინეზესთან“ (0:0) მატჩში, მთავარ არბიტრთან, ფაბიო მარესკასთან კონფლიქტი გახდა. გარდა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციისა, იტალიელ ალენატორეს ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს.
შესაბამისად, კონტე „ბენევენტოსთან“ (30 იანვარს) და „ფიორენტინასთან“ (5 თებერვალს), მატჩებს სამწვრთნელო სკამიდან ვერ გაუძღვება.
„ნერაძური“ 19 მატჩში 41 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „მილანს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.