ჩელსი თავისივე სისტემის ტყვეა - ლამპარდი თავიდანვე უშანსოდ იყო

კლუბის ლეგენდა გუნდიდან პირველივე შტორმის დროს მოისროლეს.
„ჩელსის“ ფეხბურთელის რანგში, ფრენკ ლამპარდს საკმარისად გაშვებული მწვრთნელი უნახავს. მწვრთნელთან ნაადრევ განშორებაში, რომან აბრამოვიჩს 110 მლნ ფუნტი აქვს დახარჯული. ლუიშ ფილიპე სკოლარის კარისკენ დანიშვნიდან 7 თვეში მიუთითეს, ანდრე ვილაშ-ბოაში ახალ მოურინიოდ მოდიოდა, მაგრამ გუნდში მხოლოდ 256 დღე დარჩა. რობერტო დი მატეომ გუნდს ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, მაგრამ წელიწადნახევარში არც ის დაინდეს.
ლამპარდს ჩელსიში ფეხბურთელებთან გამომშვიდობების საშუალებაც არ მისცეს?!
იტალიელის შემთხვევა - სამაგალითოა. ისეთი ადამიანის გაშვების შემდეგ, რომელმაც გუნდში 6 წელი გაატარა და ეს-ესაა მთავარი ევროთასი მოიგო, გასაგები გახდა, რომ „ჩელსისთვის“ უმნიშვნელოა ტრადიციები, ოჯახი და ეს სენტიმენტები. შეიძლებოდა რობერტოსთვის ცოტათი მეტი დროის მიცემა და ლამაზი ისტორიის მიღება, მაგრამ კლუბმა პრინციპები უპირველეს ადგილზე განაწესა: შედეგი უპირველესყოვლისა.
ახლა ქეისი მეორდება. პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში „ჩელსის“ მხოლოდ ორი მოგება აქვს - „ვესტ ჰემსა“ და „ფულჰემთან“. ეს აშკარა კრიზისის მანიშნებელია. მაგრამ, ასეთ მომენტში მწვრთნელის გაშვებამ ეს ბოროტი ბოსები კვლავ სახით გამოაჩინა. ლამპარდი გუნდიდან პირველივე სერიოზული შტორმის დროს გაუშვეს, როცა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსიც კი არ დაუკარგავს - ამისგანაც ჯერ შორსაა.

ფრენკს ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი აქვს. როდესაც გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს კონტრაქტი 2014 წელს არ გაუხანგრძლივეს, მან ყურები არ ჩამოყარა და „მანჩესტერ სიტიში“ გაიჯახუნა კარი. ამიტომ, „ჩელსიში“ მწვრთნელის რანგში დაბრუნებისას, ლამპარდი ხვდებოდა, რომ სახელი და ლეგენდარული წარსული მას ამ თამაშის გასასვლელად უფრო მეტ „სიცოცხლეს“ ვერ მისცემდნენ. ეს არ არის „მანჩესტერ იუნაიტედი“, სადაც მზად არიან, მეთოდურად ადევნონ თვალი სოლსკიაერის ხშირად არც თუ ისე სტაბილურ საქმიანობას.
„ემიუმ“ ტურბულენტობის პერიოდი გადაიარა და ახლა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, „ჩელსის“ კი აქვე და ახლავე სჭირდება ყველაფერი. როგორც კი პატარა პრობლემები დაიწყო, მწვრთნელის პერსპექტივები და პოტენციალი აღარავის აინტერესებს, მაშინაც კი, როცა საქმე ლამპარდისნაირ პიროვნებას ეხება. საბოლოოდ, ხდება აურზაური, რომელშიც ნებისმიერი სპეციალისტი დაიკარგებოდა.
ფრენკის სამწვრთნელო კარიერისთვის, ეს, შესაძლოა, უკეთესიც იყოს. ამჟამინდელ „ჩელსიში“ ის პროცესს სრულ სათავეში ვერ ჩაუდგებოდა. ლონდონურ კლუბში, მწვრთნელის მოსაზრება გადამწყვეტ როლს ვერ ასრულებს: შეგიძლია მხოლოდ სურვილი გამოთქვა და შეეგუო იმას, რასაც გამოგიწვდიან. The Athletic-ის ინფორმაციით, გუნდში გასულ ზაფხულს მოსული ახალწვეულებიდან, უშუალოდ ლამპარდს მხოლოდ ბენ ჩილუელი სჭირდებოდა.
ბოლო დროს, ფრენკს პრეტენზიებს გულშემატკივრებიც გამოუთქვამდნენ და ჟურნალისტებიც: კლუბმა 250 მილიონი ფუნტი დახარჯა, შედეგი კი არ ჩანს. ლამპარდისგან კი პასუხის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ კლუბი არა პირობითად ჰავერცს და ვერნერს, არამედ ჯეიმს ტარკოვსკის და დეკლან რაისს დაიმატებდა - სწორედ ამ ბიჭების ხილვა სურდა ინგლისელს თავის გუნდში. თუმცა, მარინა გრანოვსკაიას სხვა გეგმები ჰქონდა.

2020/21-სეზონის დაწყების წინ, ლამპარდმა ხაზი გაუსვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. აბა, რანაირად, როდესაც ნახევარი შემადგენლობა შესაცვლელია იმისთვის, რომ ამ ძვირადღირებული ტრანსფერებისთვის მოედანზე ადგილი მოიძებნოს? პირველივე დღიდან ყველაფერს ვერცერთი მწვრთნელი ვერ გაუმკლავდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ექვსი ახალწვეულიდან ხუთი გუნდში ახალი ჩემპიონატიდან მოვიდა, სიტუაცია სრულ აბსურდსაც ემსგავსება.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლამპარდს სატრანსფერო ბანის დროს დაუძახეს და მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, მან გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მაშინ, როდესაც ექვსეულში შესვლის პერსპექტივებიც კი ბუნდოვანი იყო. ფრენკმა გუნდის აღზრდილები შემადგენლობას ორგანულად მოარგო და დაამტკიცა, რომ შედეგის მიღწევა მრავალმილიონიანი შენაძენების გარეშეც შეიძლება. „ჩელსის“ სამუდამოდ შეეძლო გათავისუფლებულიყო ფულიანი ტომრის სტატუსისგან, მაგრამ როგორც კი ფინანსური ოპერაციები კვლავ ხელმისაწვდომი გახდა, ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდა.
ჩელსი ლამპარდისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს
ალბათ, ლამპსი ამ ახალწვეულებსაც მოუძებნიდა ადგილს, მაგრამ „ჩელსიმ“ დაცდა არ მოისურვა. ჰავერციც და ვერნერიც ჯერ საკმაოდ ახალგაზრდები არიან და დრო სჭირდებათ. „ჩვენი ახალგაზრდებისგან აბსოლუტური სტაბილურობის მოთხოვნა არ შეიძლება. ისინი ამ დონემდე აუცილებლად ავლენ, მაგრამ ჯერჯერობით, მუშაობაა საჭირო.“ - იცავდა თავის შეგირდებს ფრენკი.
ლამპარდი გუნდიდან ორჯერ დაითხოვეს, მაგრამ მას ეს ვერ გატეხავს. რაც მთავარია, მშობლიურ გუნდში ფრენკმა დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებთანაც მშვენივრად მუშაობს და ნებისმიერი დონის გუნდის მართვაც წარმატებით შეუძლია. ორდესმე, ყველაფერი აეწყობა, ის სამწვრთნელო თავისუფლებას მიიღებს და დაამტკიცებს, თუ როგორ შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა. „ჩელსი“ კი, იქამდე, კიდევ უამრავ მწვრთნელს შეიცვლის - სხვაგვარად იქ არ შეუძლიათ.