ავტორიზაცია

"ერიქსენს კლუბიდან წასვლის უფლებას ვერ მივცემთ", - კონტე

"ერიქსენს კლუბიდან წასვლის უფლებას ვერ მივცემთ", - კონტე
თარიღი 27 Jan 2021, 10:39
დერბი დელა მადონინას მოგების შემდეგ, „ინტერის“ ალენატორემ, ანტონიო კონტემ, კრისტიან ერიქსენის მომავალზე ისაუბრა.

როგორც იცით, „ნერაძურიმ“ დანიელი ნახევარმცველი იანვრის დასაწყისშივე ტრანსფერზე დააყენა და მის გასხვისებას აქტიურად ცდილობდა. თუმცა, პოტენციური მყიდველი ვერაფრით მოიძია და შესაბამისად, როგორც ჩანს, კრისტიანი სეზონის ბოლომდე „ინტერში“ დარჩება:

„კრისტიან ერიქსენი „ინტერში“ რჩება. ის არ წავა, იმიტომ, რომ ვერ მოვახერხეთ ვერცერთი ფეხბურთელის დამატება და მას კლუბიდან წასვლის საშუალებას არ მივცემთ.

მისი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ.“ - დასძინა კონტემ, რომლის გუნდმაც „მილანს“ 90+7 წუთზე, სწორედ ერიქსენის საჯარიმო დარტყმით მოუგო და კოპა იტალიას ნახევარფინალში შეაბიჯა.

ბოლო დროს, ყველაზე აქტიურად, ერიქსენს „ტოტენჰემსა“ და „ლესტერს“ უკავშირებდნენ.