ინგლისის ჩემპიონატში უნიკალური რეკორდი დამყარდა

ვესტ ბრომვიჩში, სტადიონ „ჰოუტორნსზე“ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც „ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა.
შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. შესაბამისად, „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში, 41 ქულით ჩაუდგა.
მანჩესტერ სიტიმ 5:0 მოიგო და პრემიერ ლიგის ლიდერი გახდა
როგორც პრემიერ ლიგის ოფიციალური „ტვიტერ“ - ექაუნთი იტყობინება, ინგლისის ჩემპიონატში უნიკალური რეკორდი დაფიქსირდა. კერძოდ, პრემიერ ლიგის ისტორიის არსებობის მანძილზე პირველად, ერთი სეზონის მსვლელობისას, სატურნირო ცხრილს სათავეში შვიდი სხვადასხვა გუნდი ედგა.
პირველ ადგილზე ყოფნა უკვე მოასწრეს: „არსენალმა“, „ევერტონმა“, „ლესტერმა“, „ლივერპულმა“, „საუთჰემპტონმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „მანჩსტერ სიტიმ“.
ცხრილში მეორე ადგილს ამ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იკავებს 40 ქულით. სამეულს კი „ლესტერი“, 38 პუნქტით ხურავს.