ავტორიზაცია

ლესტერს ინგლისის ნაკრების მცველისა და ლამპარდის ყოფილი სამიზნეს შეძენა სურს

ლესტერს ინგლისის ნაკრების მცველისა და ლამპარდის ყოფილი სამიზნეს შეძენა სურს
თარიღი 27 Jan 2021, 12:36
„ლესტერ სიტის“ „ბარნლის“ მცველის, ჯეიმს ტარკოვსკის შეძენა სურს.

Mirror-ის ინფორმაციით, „მელიებმა“ ტარკოვსკის შეძენა აქამდე უკვე ორჯერ სცადეს და იმედი აქვთ, რომ ზაფხულში, მათი მესამე მცდელობა უკვე წარმატებული იქნება.

28 წლის ფეხბურთელს „ბარნლისთან“ კონტრაქტი 2021/22-სეზონის მიწურულს უსრულდება.

ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა, „ჩელსიდან“ გაშვებამდე, ფრენკ ლამპარდსაც სურდა.