ავტორიზაცია

ბარსელონა გაკოტრების პირასაა - ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა!

ბარსელონა გაკოტრების პირასაა - ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა!
თარიღი 27 Jan 2021, 15:29
"ბარსელონა" შესაძლოა გაკოტრდეს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, კლუბის ვალმა მილიარდს გადააჭარბა - 1.173 მილიარდი ევრო. აქედან 730 მილიონი მოკლევადიან პერსპექტივაშია დასაფარი. 266 მილიონი ბანკის ვალია, რომელიც კატალონიელებმა 30 ივნისამდე უნდა გადაიხადონ. "ბარსას" კიდევ 90 მილიონი Goldman Sachs-ისთვის აქვს გადასახდელი.

გარდა ამისა, კლუბის შემოსავლის 74 პროცენტი ხელფასებში მიდის. ეს მაჩვენებელი ლა ლიგაში მიღებულ ლიმიტს აღემატება - 70 პროცენტი.

მიმდიანრე ფინანსურ წელს ვარაუდობენ, რომ "ბარსელონას" გასავალი 796 მილიონი იქნება, შემოსავალი კი - 828 მილიონი.