ავტორიზაცია

ლამპარდის გამოსამშვიდობებელი წერილი ჩელსიდან გათავისუფლების შემდეგ

ლამპარდის გამოსამშვიდობებელი წერილი ჩელსიდან გათავისუფლების შემდეგ
თარიღი 27 Jan 2021, 15:40
ფრენკ ლამპარდმა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ მიმართვა გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ინგლისელმა სპეციალისტმა "არისტოკრატთა" რიგები, სადაც წელიწადნახევარი იმუშავა, 25 იანვარს დატოვა.

"ჩემთვის "ჩელსის" გაწვრთნა უდიდესი პრივილეგია და პატივი იყო, კლუბის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ", - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს leaguemanagers.com.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ბოლო 18 თვის მანძილზე მიღებული წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მათ იციან, რას ნიშნავს ეს ჩემთვის".

"როცა საკუთარ თავზე ეს როლი ავიღე, მივხვდი, რომ წინ რთული დრო მელოდა. ვამაყობ ჩვენი მიღწევებით, ვამაყობ აკადემიის ფეხბურთელებით, რომლებმაც პირველ გუნდში თავიანთი ნაბიჯი გადადგეს და ასე კარგად იასპარეზეს. ისინი კლუბის მომავალი არიან".

"იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ სეზონში არ მქონდა დრო კლუბი ახალ დონეზე ამეყვანა".

"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ აბრამოვიჩს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის, განსაკუთრებით ამ უპრეცენდენტო და რთულ პერიოდში. სამომავლოდ გუნდს და კლუბს წარმატებებს ვუსურვებ", - დასძინა სპეციალისტმა.