ავტორიზაცია

ევროპა თუ სამშობლო? - ჰალკისთვის 4 კლუბი იბრძვის

ევროპა თუ სამშობლო? - ჰალკისთვის 4 კლუბი იბრძვის
თარიღი 27 Jan 2021, 17:38
ყველასათვის კარგად ნაცნობი თავდამსხმელი, ჰალკი შეიძლება ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

როგორც UOL Esporte იტყობინება, "ფლამენგომ" 34 წლის სამხრეთამერიკელთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ჩინური "შანხაი შანგანიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

ფორვარდს მსურველები ევროპიდანაც ჰყავს - "ბეშიქთაში" და "ბაშაქშეჰირი". გარდა ამისა, მისი დამატება კიდევ ერთ ბრაზილიურ კლუბს სურს - "ატლეტიკო მინეიროს".

აქამდე გავრცელებული ცნობით, ჰალკისადმი "ვულვერჰემპტონის", "სენტ ეტიენისა" და "პორტუს" ინტერესზეც დაიწერა. ფეხბურთელი მზად იყო პრემიერ ლიგაში გადასვლისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმებოდა.