ისტორიული რეკორდის მოლოდინში - ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს?

"იუვენტუსის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ვეტერან იტალიელს "ბებერ ქალბატონთან" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
ბუფონი ხვალ 43 წლის ხდება. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, "ლაციოს" ექს-მეკარის, მარკო ბალოტას რეკორდის დამხობის შანსი ექნება - სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (44 წლის, ერთი თვისა და რვა დღის).
მიმდინარე სეზონში ბუფონმა "იუვენტუსის" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.