ავტორიზაცია

დი მარიას სამი სერიოზული მსურველი ჰყავს

დი მარიას სამი სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 27 Jan 2021, 21:58
L’Equipe-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევს, ანხელ დი მარიას სატრანსფერო ბაზარზე სამი სერიოზული მსურველი ჰყავს.

გამოცდილი არგენტინელი ვინგერით საკმაოდ აქტიურად ინტერესდება ტურინის "იუვენტუსი", "ინტერი" და "ტოტენჰემი".

ფინანსურ საკითხში ყველაზე კარგ პირობებს "პსჟ"-ს გარემარბს სთავაზობს "ბებერი ქალბატონი", თუმცა უპირატესობა მილანელებსა და ლონდონელებსაც აქვთ.

"ნერაძურის" მხარეს არის ხავიერ ძანეტის ფაქტორი და მისი ავტორიტეტი, განსაკუთრებით თანამემამულე ფეხბურთელების მიმართებაში.

რაც შეეხება "ჰოტსპურს", აღნიშნულ გუნდს წვრთნის ჟოზე მოურინიო, რომელიც პარიზელთა მე-11 ნომერთან მადრიდის "რეალში" მუშაობდა.