ავტორიზაცია

ტორპედო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა

ტორპედო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა
თარიღი 27 იან 2021, 23:28
კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ქუთაისის "ტორპედო" ერთბაშად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.

"კლუბი 14 ფეხბურთელს, დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს, ზაზა ციცქიშვილს, ივან ბობკოს, ვიტალი პონომარს, გიორგი ჯანელიძეს, გიორგი ივანიშვილს, ბექა ტუღუშს, თორნიკე გრიგალაშვილს, ლუკა ქაფიანიძეს, გურამ ადამაძეს, ანდრო გიორგაძეს, ოთარ კობახიძეს დაემშვიდობა. მათ გუნდთან არსებული ხელშეკრულება ამოეწურათ.

,,ტორპედო“ ქუთაისი ფეხბურთელებს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ, პროფესიულ საქმიანობაში.

კლუბი ახალ ფეხბურთელებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, აქედან გამომდინარე სულ მალე ახალწვეულებს წარვადგენთ", - წერია განცხადებაში.