"პირველ ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ რამდენიმე პენალტი უნდა დადებულიყო", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის "რაიო ვალეკანოსთან" გამარჯვება შეაფასა:
"პირველ ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ შეიძლებოდა დანიშნულიყო რამდენიმე პენალტი, თუმცა ერთიც არ მივიღეთ.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ფუნქციონირებს ვიდეო რეფერის სისტემა, თუმცა კვლავ უშედეგოდ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიპოვეთ მორიგი სამი ქულა და საჩემპიონო რბოლაც გავაგრძელეთ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ჩატარებული 19 შეხვედრის შემდეგ, მესამეადგილოსან "ბლაუგრანას" აქვს 37 ქულა, ლიდერ მადრიდის "ატლეტიკომდე" ჩამორჩენა 10 ქულას შეადგენს.