ავტორიზაცია

იტალიური დერბი 1/2 ფინალში - როდის გაიმართება იუვენტუსი-ინტერი?

იტალიური დერბი 1/2 ფინალში - როდის გაიმართება იუვენტუსი-ინტერი?
თარიღი 28 Jan 2021, 13:45
როგორც მოგეხსენებათ, კოპა იტალიას 1/4 ფინალის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსმა" გაანადგურა "სპალი", "ინტერმა" კი მეზობელ "მილანს" აჯობა.

რაც შეეხება იტალიის თასის 1/2 ფინალს, "ბებერი ქალბატონისა" და მილანელების დაპირისპირება სწორედ აღნიშნულ სტადიაზე შედგება.

3 თებერვალს "ბიანკონერი" ესტუმრება "ნერაძურის", ერთი კვირის შემდეგ კი მასპინძლის როლში უკვე "სინიორა" აღმოჩნდება.

შეგახსენებთ, "შავ-თეთრებისა" და "გველების" უკანასკნელი დაპირისპირება სერია ა-ში ლომბარდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება მეორე 1/2 ფინალისტს, ბერგამოს "ატალანტა" "ნაპოლისა" და "სპეციას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.