ავტორიზაცია

ვან გაალისა და არველაძის ალკმაარი, რომელიც ჩემპიონი გახდა - გავიხსენოთ გუნდი-სენსაცია

ვან გაალისა და არველაძის ალკმაარი, რომელიც ჩემპიონი გახდა - გავიხსენოთ გუნდი-სენსაცია
თარიღი 30 იან 2021, 12:44
როგორც მოგეხსენებათ, შოთა არველაძის სახელს მთავარი მწვრთნელის რანგში ამსტერდამის "აიაქსსა" და "ალკმაარს" უკავშირებენ.

ყოფილ ქართველ თავდამსხმელს ფეხბურთელობაში უთამაშია როგორც ერთ გუნდში, ისე მეორეშიც და ამის გარდა, "აზ"-ში მან სამწვრთნელო გამოცდილებაც მიიღო.

"67"-იანელების ექს-ფორვარდი 2008-2010 წლებში მუშაობდა მწვრთნელის თანაშემწედ, ლუი ვან გაალის, რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის მუშაობის დროს.

აღსანიშნავია ის, რომ ვან გაალისა და არველაძის ტანდემმა "წითლებს" მოუტანა ჩემპიონობა, პირველი 1981 წლის შემდეგ და საერთო ჯამში მეორე.

ზაანსტრეკული გუნდის შემადგენლობაში იმ დროს ბრწყინავდნენ გრაციანო პელე, მუსა დემბელე, სერხიო რომერო, ჟერმეინ ლენსი ჰექტორ მორენო, რაგნარ კლავანი და სხვები.

"ყველის ფერმერებმა" ჩემპიონობა იზეიმეს 2008-2009 წლის სეზონში, შემდეგ წელს კი ეს გუნდი უკვე მეხუთე ადგილზე გავიდა.