ჰალკის პირველი კომენტარი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ჰალკმა "ატლეტიკო მინეიროსთან" კონტრაქტის გაფორმებაზე განცხადება გააკეთა.
34 წლის ფეხბურთელი ახალი კლუბის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.
"ამდენი წლის შემდეგ, კლუბმა ჩემს ქვეყანაში თამაშის შესაძლებლობა მომცა. "ატლეტიკო მინეიროს" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტრუქტურა აქვს. ფანტასტიკური კლუბია, უამრავი მგზნებარე გულშემატკივარი ჰყავს. მათ სიყვარულს აუცილებლად ბევრი გოლებითა და მოგების სურვილით ვუპასუხებ".
"აქ იმისათვის მოვედი, რათა ჩემპიონი გავხდე. ტრიბუნებიდან შეძახილების მოსმენა მინდა", - წერს ჰალკი სოციალურ ქსელში.
ბოლოს ჰალკი ჩინური "შანხაი სიპგ"-ს ღირსებას იცავდა, სადაც ბრაზილიელი ყველა ტურნირზე ერთად 100 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 37 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.