ავტორიზაცია

ნდომბელე: "გადავალ თუ არა ოდესმე პსჟ-ში? რატომაც არა"

ნდომბელე: "გადავალ თუ არა ოდესმე პსჟ-ში? რატომაც არა"
თარიღი 31 იან 2021, 18:46
„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, ტანგი ნდომბელემ, სამომავლოდ „პსჟ-ში“ გადასვლა არ გამორიცხა.

„მე პარიზის მიდამოებიდან წამოსული ბიჭი ვარ. მოვირგებ თუ არა ოდესმე „პსჟ-ს“ მაისურს? ღატომაც არა. თუმცა, დღეს „ტოტენჰემშიც“ კარგად ვარ.

„პსჟ-ში“ შესაძლო გადასვლაზე კილიან მბაპეს ვესაუბრე. ამას ორი-სამი წლის მანძილზე გნვიხილავდით. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მე „ტოტენჰემშიც“ კარგად ვარ, მაგრამ სამომავლოდ, ვინ იცის?“, - აღნიშნა ნდომბელემ.

ლონდონურ კლუბში ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში, „ლიონიდან" გადავიდა.