ავტორიზაცია

BREAKING: ლივერპული შალკეს მცველს იმატებს

BREAKING: ლივერპული შალკეს მცველს იმატებს
თარიღი 01 თებ 2021, 17:04
„ლივერპული“ „შალკეს“ ცენტრალური მცველის, ოზან კაბაკის შეძენასთან ახლოსაა.

კლუბმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ამჟამად, გილზენკირხენულ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

დიდი ალბათობით, „ლივერპული“ ფეხბურთელს იჯარით დაიმატებს. ამ ეტაპზე, კლუბები შემდგომ გამოსყიდვაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ, „შალკეს“ კონტრაქტში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტის ჩართვა სურს.

ამავდროულად, გერმანული გუნდი „არსენალიდან“ გერმანელ ცენტრალურ მცველს, შკოდრან მუსტაფის დაიმატებს - ამჟამად, კლუბები მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ.