ავტორიზაცია

მუსტაფი არსენალთან კონტრაქტს გაწყვეტს და ახალ გუნდში გადავა

მუსტაფი არსენალთან კონტრაქტს გაწყვეტს და ახალ გუნდში გადავა
თარიღი 01 თებ 2021, 21:31
"არსენალის" მცველი, შკოდრან მუსტაფი კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

აგრეთვე, აღინიშნება, რომ 28 წლის გერმანელი "შალკეს" შეუერთდება.

გელზერკირხენულ კლუბში მუსტაფი ოზან კაბაკს შეცვლის, რომელიც დიდი ალბათობით "ლივერპულში" გადავა.

"მეთოფეთა" უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.