ავტორიზაცია

ქვილითაიას ტრანსფორმაცია: როგორია ქართველის სტატისტიკა კვიპროსში?

ქვილითაიას ტრანსფორმაცია: როგორია ქართველის სტატისტიკა კვიპროსში?
თარიღი 02 თებ 2021, 01:00
მაშინ, როცა გიორგი ქვილითაიას "გენტში" სათამაშო დრო არ ეძლეოდა და გოლს საერთოდ ვერ იტანდა, კვიპროსში სრული ტრანსფორმაცია განიცადა.

თემურ ქეცბაიას ხელში ქვილითაიამ მოუმატა და თითქმის ყველა მატჩში გოლს იტანს.

"ანორთოსისი" მაისურით მან უკვე 18 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლის გატანაც მოასწრო, რითიც ჩემპიონატის ბომბარდირია.

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "კარმიოსიტას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ქვილითაიას გარდა, ამ მატჩში თავი დაუშვილმაც გამოიჩინა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

დაუშვილის საგოლე, ქვილითაიას გოლი და ქეცბაიას მორიგი გამარჯვება კვიპროსში