» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"იმეცადინე და მერე მოდი", - 5 მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ლამპარდი გაშვებასთან ერთ ნაბიჯში



პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი პრაქტიკულად მიილია და უკვე შეგვიძლია თამამად გამოვიტანოთ ერთი დასკვნა - ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი არ არის. ეს კოლექტივი 4-უელშიც კი რთულად წარმოსადგენია. "არისტოკრატების" წარუმატებლობაში ბრალი ედება ფრენკ ლამპარდს და ახლა განვიხილავთ მისი მუშაობის 5 მთავარ პრობლემას.

გამოუცდელობა

უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნულ კლუბში ფული იხარჯება უშუალოდ მაღალი მწვერვალების დასაპყრობად და აქამდე ეს ყველაფერი ტოპ-კლასის მწვრთნელების მეთვალყურეობით ხორციელდებოდა. ობიექტური მიზეზების გამო, ინგლისელი არ მიეკუთვნება სპეციალისტების ამ კატეგორიას.

მას ბანალურად აკლია გამოცდილება და ეს ბუნებრივიც არის, რადგან "ლურჯების" თავკაცი თავის საქმეში დამწყებია. ის ჩემპიონშიფის ბინადარ "დერბი ქაუნთიში" ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ეპლ-ისთვის მომწიფებას. ახლა ვინმე გაიხსენებს პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანსა და ანტონიო კონტეს, მაგრამ ბრიტანელის გაიგივება მათთან არ ღირს.

"იმეცადინე და მერე მოდი", - 5 მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ლამპარდი გაშვებასთან ერთ ნაბიჯში

რატომ? კატალონიელმა და ფრანგმა "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალში" შედევრი შექმნეს იდეალურ ფუნდამენტზე, კარიერის პიკში მყოფი სუპერ-ფეხბურთელების როსტერით. იტალიელმა კი ახალი ტურინის "იუვენტუსი" მაქსიმალურ მშვიდ გარემოში ააშენა. ახლა კი თვალი გადაავლეთ ჩვენი სტატიის გმირსა და მის პრობლემურ გუნდს.

"იმეცადინე და მერე მოდი", - 5 მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ლამპარდი გაშვებასთან ერთ ნაბიჯში

ფულის ხარჯვა დაუფიქრებლად

"პენსიონერებმა" სატრანსფერო ბაზარზე მოახდინეს ნამდვილი ფურორი, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებითაც კი. კლუბმა დახარჯა 250 მილიონ ფუნტზე მეტი, მაგრამ ეს ინვესტიცია შედეგის პირდაპირ პროპორციული არ არის. დადებითის თქმა შეგვიძლია მხოლოდ ედუარდ მენდიზე, მაგრამ კეპა არისაბალაგას სკამზე გაშვებას დიდი ოსტატობა არ სჭირდება.

მთავარ იმედგაცრუებებში გადიან ტიმო ვერნერი და კაი ჰავერცი, რომელთა გადმოსაბირებლად 42-წლის თავკაცმა თითქმის 120 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. საინტერესოა, როგორ ითამაშებდა ეს დუეტი იგივე გუნდში, მაგრამ სხვა დამრიგებელთან. სანამ ამას გავიგებთ, გერმანელები იტრიალებენ იმ განზომილებაში, სადაც თავის დროზე გაიჭედნენ ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო და ფერნანდო ტორესი.

"იმეცადინე და მერე მოდი", - 5 მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ლამპარდი გაშვებასთან ერთ ნაბიჯში

საშინელი გარემო დამწყები მწვრთნელისთვის

ალბიონელს აკლია კლასი - ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და ეს გარემოება ხდება კიდევ უფრო თვალშისაცემი, როდესაც საქმე "სტემფორდ ბრიჯს" ეხება. გაიხსენეთ დამწყები მწვრთნელი, რომელმაც ამ გუნდში ივარგა...რობერტო დი მატეო, ანდრე ვილაშ-ბოაში? სად არიან ისინი ახლა და რამდენ ხანს გაგრძელდა მათი მოღვაწეობა "ჩელსიში"?

არ დაგავიწყდეთ, იტალიელმა გუნდს მოაგებინა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჩემპიონთა ლიგის თასი, შემდეგი სეზონის ნოემბერში კი ის უკვე უმუშევარი იყო. რაც შეეხებათ გამოცდილ ტაქტიკოსებს, სხვადასხვა დროს ლონდონიდან აბარგება მოუწია კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიოს (ორჯერ), ანტონიო კონტესა და კიდევ ბევრს.

"იმეცადინე და მერე მოდი", - 5 მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ლამპარდი გაშვებასთან ერთ ნაბიჯში

კონკურენტების ფსიქოლოგიური უპირატესობა

აღნიშნულმა კლუბმა დახარჯა ყველაზე მეტი, თუმცა "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტიმდე" ჯერ კიდევ შორია. "არისტოკრატებზე" დამაჯერებელი არის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემიც" კი. ცნობისთვის, არც "ევერტონი"/"ლესტერის" დუეტი უთმობს მათ რამეს. მეზობელ "არსენალთან" წაგება კი განგაშის საბოლოო სიგნალს ჰგავდა.

ერთი სიტყვით, პრემიერ ლიგაში გვხვდება "ლურჯებზე" ძლიერი და ორგანიზებული კოლექტივები, მათი რაოდენობა არც ისე ცოტაა. 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, გუნდი გამოჭიმულია სადღაც "ვესტ ბრომსა" და "შეფილდს" შორის, რადგან მხოლოდ 19-20 ადგილოსნებმა წააგეს მათზე მეტჯერ დროის ამ შუალედში.

ბოლო სერია - ჩელსი-მან სიტი 1:3



დიდ ფეხბურთელსა და დიდ მწვრთნელს შორის ტოლობის ნიშანი ყოველთვის არ დგას

ლამპარდი "პენსიონერების" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ეს გარემოება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის მწვრთნელის რანგშიც ეპლ-ის ჩემპიონს გამოადნობს. არ დაგავიწყდეთ, ყოველ იოჰან კრუიფზე, ფრანც ბეკენბაუერსა და ზინედინ ზიდანზე გვხვდება დიეგო მარადონა (ნათელში იყოს), მარკო ვან ბასტენი და ლოთარ მათეუსი.

დიახ, ლეგენდარული ფეხბურთელის არშემდგარი სამწვრთნელო კარიერის უამრავი მაგალითი არსებობს. რთული სათქმელია, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ინგლისელი, რომელიც მოკრძალებული "დერბიდან" პირდაპირ ეპლ-ის გრანდში აღმოჩნდა. რეზიუმე: ფრენკი პირობით "ვესტ ჰემში" (დასაწყისისთვის) და პირობითი მაქს ალეგრი "სტემფორდზე", სწორედ ეს იქნებოდა იდეალური გარემოება ორივე მხარესთვის.

"იმეცადინე და მერე მოდი", - 5 მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ლამპარდი გაშვებასთან ერთ ნაბიჯში

გამოკითხვა

როდის გაუშვებენ ლამპარდს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: არსენალმა მცველს კონტრაქტი გაუწყვიტა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურ საიტზე მცველის წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

დღეს, 18:33

ინტერს პაპუ გომესი სურს, თუმცა ერთი პრობლემაა

„ატალანტას“ თავდამსხმელი, პაპუ გომესი, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

დღეს, 17:30

მესი პსჟ-სთვისაც კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა?

„ბარსელონას“ ვარსკვლავის სახელფასო მოთხოვნებმა შესაძლოა მისი მსურველების სია შეამციროს.

დღეს, 17:23

კრესპო: "ლაუტაროს ბარსელონასთვის უარის თქმა მე შევთავაზე და მართალიც აღვმოჩნდი"

გასულ ზაფხულს, ლეგენდარული არგენტინელი, ერნან კრესპო, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ გადასვლის წინააღმდეგი იყო.

დღეს, 17:14

რუმენიგე: "ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარებაზე ფიქრობს"

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, აღნიშნა, რომ ევრო 2020 შესაძლოა...

დღეს, 17:09

რომას მიმდინარე სეზონში მეორე ტექნიკური მარცხი ემუქრება

„რომამ“ იტალიის თასზე დამატებით დროში „სპეციასთან“ წააგო (2:4) და ტურნირს 1/8-ფინდალიდან გამოეთიშა.

დღეს, 17:05

"ასე თუ გაგრძელდა, ბეილს რეალში დააბრუნებენ", - ბერბატოვი

„ტოტენჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, გარეტ ბეილზე ისაუბრა.

დღეს, 16:47

ბარსელონას ექს-ფეხბურთელი არგენტინული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი, გაბრიელ მილიტო, „არგენტინოს ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, 15:57

არსენ ვენგერი არსენალიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა

„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, გუნდიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 15:54

ლოვრენი: "კლოპმა მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ მე ანალოგიურით არ ვუპასუხე"

„ზენიტის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, იურგენ კლოპთან მიმოწერა გაასაჯაროვა.

დღეს, 15:47

უეფამ წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა! მას გულშემატკივრები ირჩევდნენ

უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 15:41

ვერონი: "დიბალას იუვენტუსის დატოვებას ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 13:37

"იმედი მაქვს, პოგბას სატრანსფერო საგა მალე დასრულდება", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 13:29

"მე უფრო ვენატრები ლივერპულს, ვიდრე პირიქით, კლოპმა ეს იცის", - ლოვრენი

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის, "ლივერპულის"

დღეს, 13:03

"ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოს ვართ", - სტოუნსი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:54

ლივერპულის კედელი - ფაბინიოს შთამბეჭდავი სერია გრძელდება

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ფაბინიო ტავარესი იყო.

დღეს, 12:49

ითამაშებს თუ არა რამოსი კოპა დელ რეიზე დღეს?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშებაში "ალკოიანოს"

დღეს, 12:42

მატჩი, რომელიც რეიტინგით მხოლოდ სამეფო კარის თამაშებს ჩამოუვარდა

Sky Sports-ზე დაფიქსირდა ახალი რეკორდი - ეთერში გავიდა საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ერთდროულად 4.5 მილიონმა

დღეს, 12:31

კინი: "ლივერპულთან მატჩში, რაშფორდი მოედანზე არ შემიმჩნევია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, მარკუს რაშფორდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:24

"ის, რაც მოხდა ინტერის წინააღმდეგ, ნაპოლისთან არ განმეორდება", - დანილო

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, დანილო და სილვამ "ნაპოლის" წინააღმდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ

დღეს, 12:17

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 12:06

ვინ გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი? - ბუკმეიკერების პროგნოზი

პრემიერ ლიგის 2020-2021 წლის სეზონში ბუკმეიკერები საუკეთესო ბომბარდირობას უწინასწარმეტყველებენ მოჰამედ სალაჰს.

დღეს, 11:56

"ბარსელონა ბილბაოსთან წაგებას არ იმსახურებდა", - ალბა

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 11:46

"იუვენტუსში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს", - კიელინი

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:40

ბარელას ხელში ჩაგდებას 3 გრანდი ცდილობს

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ნიკოლო ბარელას მსურველების რიგი უდგას.

დღეს, 11:34

"სკუდეტოს მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით", - ვიდალი

"ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ

დღეს, 11:24

ხაბიბის მწვრთნელმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც ნურმაგომედოვის დამარცხების შანსი ექნებოდა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, დაასახელა მებრძოლი

დღეს, 11:04

"ამას მე ვერ გავაკონტროლებ", - ლამპარდი ჩელსიდან გაშვებაზე ღიად ალაპარაკდა

„ლესტერთან“ წაგების (0:2) შემდეგ, ფრენკ ლამპარდი თავის მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 11:01

"არა, ბარსელონას ჩემთვის ჯერ არ გადაუხდია", - სეტიენი

„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა დასძინა, რომ კატალონიურ გუნდს, მისთვის ნაადრევი გაშვების გამო ფული ჯერ არ გადაუხდია.

დღეს, 10:58

"მესის ინტერში გადასვლაზე მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაიყოლიებს", - ვერონი

ყოფილმა არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:55
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10