ავტორიზაცია

V2 დაუშვილის საგოლე, ქვილითაიას გოლი და ქეცბაიას მორიგი გამარჯვება კვიპროსში

V2 დაუშვილის საგოლე, ქვილითაიას გოლი და ქეცბაიას მორიგი გამარჯვება კვიპროსში
თარიღი 02 თებ 2021, 22:32

კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ანორთოსისი" "კარმიოსიტას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

პირველი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, მეორე გოლის დროს კი საგოლე გადაცემა ბუბა დაუშვილმა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "ანორთოსისის" ქართველმა მეკარემ გიორგი ლორიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას გუნდს 22 ტურის შემდეგ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.