ავტორიზაცია

რას წერენ სიტის უცხოელი გულშემატკივრები ქინქლაძის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით?

რას წერენ სიტის უცხოელი გულშემატკივრები ქინქლაძის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით?
თარიღი 02 თებ 2021, 17:33
როგორც გითხარით, „მანჩესტერ სიტიმ“ გიორგი ქინქლაძეზე დოკუმენტური ფილმის გამოსვლა დააანონსა.

VIDEO: ჯადოქარი ქინქლაძე - მანჩესტერ სიტი ლეგენდარულ ქართველზე დოკუმენტარულ ფილმს აანონსებს

საინტერესოა, რას წერენ ამასთან დაკავშირებით მანჩესტერული გუნდის ქომაგები.

„საოცარი ფეხბურთელი! - ამით ყველაფერი ნათქვამია“

„საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე „სიტის“ მაისურით მინახავს.“ აქვე პასუხი: „დავიდ სილვას რით სჯობს?“

„დიდებულია! იმ დროს, „სიტის“ ყურება სიამოვნება მხოლოდ მის გამო იყო“

„დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ დღესდღეობით ჩვენს გუნდს ვერც მიუახლოვდებოდა.“ „ვფიქრობ, ცდები! ის შესანიშნავი და ტექნიკური მოთამაშეა“.

„სად შეიძლება ამ ფილმის ნახვა?“

„თაგავს მეგობარს... ამ გენიოსზე ძალიან ბევრი გვაქვს ნალაპარაკები.“

„პატივი მერგო, რომ მისი ყურების საშუალება მქონდა.“

„ნამდვილად სიტის ლეგენდაა.“

„წარმოიდგინეთ ის დღევანდელ გუნდში, რა კარგად ჩაჯდებოდა. გენიოსი! ბავშვობაში ის ძალიან მიყვარდა.“

„წარმოუდგენლად სანახაობრივი ფეხბურთელი, მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო.“

„რა მაგარი ფეხბურთელი იყო, „სიტის“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე პირადად ჩემთვის.“