ავტორიზაცია

"ნამდვილი პიროვნება და მომავალი კაპიტანია", - კლოპი თავის ახალ შენაძენზე საუბრობს

"ნამდვილი პიროვნება და მომავალი კაპიტანია", - კლოპი თავის ახალ შენაძენზე საუბრობს
თარიღი 03 თებ 2021, 14:33
„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „შალკედან“ დამატებულ ახალწვეულზე ისაუბრა.

თურქი მცველი ოზან კაბაკი გუნდს იჯარით, სეზონის ბოლომდე შეუერთდა. ზაფხულში „ლივერპულს“ ფეხბურთელის გამოსყიდვაც შეეძლება.

„დევიდ ვაგნერი („შალკეს“ ყოფილი მწვრთნელი - ავტ.) კაბაკზე ყოველთვის დადებითად საუბრობდა. სულ იმეორებდა, რომ ოზანი - მომავალი კაპიტანი და ნამდვილი პიროვნებაა.

კაბაკი გერმანიაშიძალიან ახალგაზრდა ჩავიდა და ყველა ხვდებოდა, რომ ის უდიდესი ნიჭის პატრონია. ოზანი ჯერაც მხოლოდ 20 წლისაა. მგონია, რომ მისთვის ეს იღბლიანი მომენტია, რადგან მასაც, როგორც მსოფლიოში ნებისმიერ ფეხბურთელს, სტაბილური ფეხბურთი სჭირდება, რასაც ამ ეტაპზე მას ჩვენც შევთავაზებთ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ პრესსამსახური.

გაეცანით ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობებს: