» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება


დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

პრემიერ ლიგაში მცნება შემტევმა ნახევარმცველმა/ფლეიმეიქერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ეს ყველაფერი არის მანჩესტერელი მეზობლების, "სიტი" - "იუნაიტედის" დამსახურება, სადაც მთავარი მოქმედი პირები ბინადრობენ მოედნის ცენტრში და არა ფლანგებზე, როგორც ეს თანამედროვე ფეხბურთში არის მიღებული.

"ქალაქელების" შეტევების მთავარი კონსტრუქტორი არის კევინ დე ბრუინი, "წითელი ეშმაკების" ხილვა კი ბრუნო ფერნანდეშის გარეშე წარმოუდგენელია. განვიხილოთ, თუ რომელი ფლეიმეიქერი არის უფრო გავლენიანი, სტატუსიანი, თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ძლიერი.

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

იდეალური გუნდის იდეალური ლიდერი

ბელგიელის აღზევება მოხდა ეტაპობრივად და მისი როლი "ლურჯებში" თავდაპირველად ასეთი გამოკვეთილი არ იყო. ის ხშირ შემთხვევაში გვევლინებოდა დავიდ სილვას უმცროსი პარტნიორის როლში და დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა არა ცენტრში, არამედ ფლანგზე. პეპ გვარდიოლას შეგირდებზე საუბრობდნენ როგორც "ხავიესტას" ახალი ვერსიის შესახებ.

ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 27-წლის შემტევი ნახევარმცველი პერიოდულად იღებდა მძიმე ტრავმებს და შესაბამისად, საინტერესო ივენთების უმეტესობა მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პიკში მყოფი წითური ფლეიმეიქერი ვიხილეთ უშუალოდ გასულ სეზონში, რომელშიც მან 48 მატჩში გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 23 ასისტი.

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

სწორედ 2019/2020-ში ჩამოყალიბდა "ეტიჰადელთა" მე-17 ნომერი გუნდის სრულფასოვან ლიდერად. დიახ, იმ სეზონში მისმა კლუბმა ვერაფერი მოიგო, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით, დე ბრუინს უბრალოდ ბადალი არ ჰყავდა. ეს მოსაზრება გაიზიარა ფიფამ, უეფამ და სხვებმა.

2020 წელს არ არსებობდა სიმბოლური გუნდი, სადაც მის ადგილზე სხვა ფეხბურთელი იქნებოდა. ერთი სიტყვით, დღეს, ბელგიელი მსოფლიოს ნომერ პირველ ფლეიმეიქერად ითვლება. რაც შეეხება პორტუგალიელს, ის არის მისი დუბლიორი, მაგრამ პოტენციურად კევინზე უკეთესიც კი. განვიხილოთ ამჯერად მისი როლი.

დე ბრუინის საუკეთესო მომენტები



უბრალოდ გადამრჩენელი

"მანიუს" შემტევი ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში შემოიჭრა ტრიუმფალურად, ამაზე მეტყველებს მისი სტატისტიკა და გუნდის წინსვლა. გაიხსენეთ, რას წარმოადგენდნენ "მანკუნიანელები" 26-წლის ფლეიმეიქერის ტრანსფერამდე. სულ რაღაც 11 თვეში, მან 46 მატჩში მოასწრო 27 გოლისა და 17 ასისტის გაფორმება.

ამასთან ერთად, პირენეელმა მოიპოვა უამრავი ინდივიდუალური ჯილდო და აღიარება თავისი გუნდის სხვადასხვა ლეგენდებისგან. ისმის კითხვა - რა უპირატესობა აქვს მას თავისი კონკურენტის მიმართებაში? პირველ რიგში გამოსარჩევია ისევ და ისევ სტატისტიკა, რომელიც "სიტის" ფლეიმეიქერის ციფრებზე შთამბეჭდავია.

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

მისგან განსხვავებით, "ემიუს" მე-18 ნომერი საგოლე გადაცემების განხორციელებაზე ხშირად მიმართავს გოლის გატანის ხერხს, თუნდაც პენალტის საშუალებით. მოკლედ, ის 29-წლის ფლეიმეიქერზე თვალშისაცემია და შეუიარაღებელი თვალით შეიძლება ჩანდეს, რომ ისინი სულაც არ არიან კონკურენტები, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა.

ფერნანდეშის საუკეთესო მომენტები



ობიექტური რეალობა

წითური შემტევი ნახევარმცველის თამაშის იდეალური საზომი სულაც არ არის სტატისტიკა. მისი ფენომენის შესასწავლად საჭიროა მანჩესტერელების მატჩების ყურება და დაკვირვება, თუ როგორ აპროექტებს ის თავისი გუნდის შეტევებს. მოკლედ, მეტი კონცენტრაცია უშუალოდ თამაშებზე და ნაკლები ყურადღება ციფრებზე.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფერნანდეშის პერსონის გარშემო არ ცხრება ჰაიპი, თუმცა ამ გარემოებამ არ მოგატყუოთ. ის პრემიერ ლიგისთვის არის სიახლე, ისევე როგორც ჩემპიონობისთვის მებრძოლი მისი გუნდი. დიახ, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრების ტოპში ყოფნა თითქოს "ლივერპულის" ქომაგებსაც კი მოენატრათ.

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

ყველა ერთხმად აღიარებს იმას, რომ პორტუგალიელის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა. "ქალაქელებისა" და მათი მე-17 ნომრის გარშემო მსგავსი დიფერამბები ისმოდა ჯერ კიდევ გასული დეკადის მეორე ნახევარში, აქედან გამომდინარე, 2021 წლისთვის სტაბილური დალაგებული თამაშით ეპლ-ის მაყურებლების გაკვირვება რთულია.

რეზიუმე - დე ბრუინი თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს უკვე არაერთი წელია და მის უნაკლო თამაშს გულშემატკივარი უკვე შეეჩვია. ლისაბონის "სპორტინგიდან" გადმოსული პორტუგალიელი, რომელიც ცვლის "ოცნებათა თეატრს" კი არის კლასიკა, რომლის წინაშე ცრემლების შეკავებაც რთულია.

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

ამის გარდა, "ლურჯები" არ არიან ბელგილზე დამოკიდებულები ისე, როგორც მათი მეზობლები თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელზე. ამოაგდეთ კევინი გვარდიოლას გუნდიდან და თქვენ მიიღებთ მართალია შესუსტებულ, მაგრამ მაინც ჩემპიონობისთვის მებრძოლ კოლექტივს, მაშინ, როდესაც ბრუნოს გარეშე ყოფნა ოლე-გუნარ სოლსკიაერისთვის ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასია.

ასეთ გარემოებაში უპირატესობა თითქოს გადადის "იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველისკენ, თუმცა ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებულება პირველ რიგში არის გუნდის სისუსტის მანიშნებელი და უკვე შემდეგ, ამ კონკრეტული მოთამაშის სიძლიერის. "ეტიჰადელებს" ამ მხრივ აქვთ ყველაფერი წესრიგში, რასაც ვერ ვიტყვით "ეშმაკებზე".

დე ბრუინი თუ ფერნანდეში? - როცა სტაბილურობას ხმაურიანი სენსაცია უპირისპირდება

გამოკითხვა

დე ბრუინი თუ ფერნანდეში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერს პაპუ გომესი სურს, თუმცა ერთი პრობლემაა

„ატალანტას“ თავდამსხმელი, პაპუ გომესი, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

დღეს, 17:30

მესი პსჟ-სთვისაც კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა?

„ბარსელონას“ ვარსკვლავის სახელფასო მოთხოვნებმა შესაძლოა მისი მსურველების სია შეამციროს.

დღეს, 17:23

კრესპო: "ლაუტაროს ბარსელონასთვის უარის თქმა მე შევთავაზე და მართალიც აღვმოჩნდი"

გასულ ზაფხულს, ლეგენდარული არგენტინელი, ერნან კრესპო, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ გადასვლის წინააღმდეგი იყო.

დღეს, 17:14

რუმენიგე: "ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარებაზე ფიქრობს"

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, აღნიშნა, რომ ევრო 2020 შესაძლოა...

დღეს, 17:09

რომას მიმდინარე სეზონში მეორე ტექნიკური მარცხი ემუქრება

„რომამ“ იტალიის თასზე დამატებით დროში „სპეციასთან“ წააგო (2:4) და ტურნირს 1/8-ფინდალიდან გამოეთიშა.

დღეს, 17:05

"ასე თუ გაგრძელდა, ბეილს რეალში დააბრუნებენ", - ბერბატოვი

„ტოტენჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, გარეტ ბეილზე ისაუბრა.

დღეს, 16:47

ბარსელონას ექს-ფეხბურთელი არგენტინული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი, გაბრიელ მილიტო, „არგენტინოს ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, 15:57

არსენ ვენგერი არსენალიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა

„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, გუნდიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 15:54

ლოვრენი: "კლოპმა მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ მე ანალოგიურით არ ვუპასუხე"

„ზენიტის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, იურგენ კლოპთან მიმოწერა გაასაჯაროვა.

დღეს, 15:47

უეფამ წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა! მას გულშემატკივრები ირჩევდნენ

უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 15:41

ვერონი: "დიბალას იუვენტუსის დატოვებას ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 13:37

"იმედი მაქვს, პოგბას სატრანსფერო საგა მალე დასრულდება", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 13:29

"მე უფრო ვენატრები ლივერპულს, ვიდრე პირიქით, კლოპმა ეს იცის", - ლოვრენი

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის, "ლივერპულის"

დღეს, 13:03

"ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოს ვართ", - სტოუნსი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:54

ლივერპულის კედელი - ფაბინიოს შთამბეჭდავი სერია გრძელდება

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ფაბინიო ტავარესი იყო.

დღეს, 12:49

ითამაშებს თუ არა რამოსი კოპა დელ რეიზე დღეს?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშებაში "ალკოიანოს"

დღეს, 12:42

მატჩი, რომელიც რეიტინგით მხოლოდ სამეფო კარის თამაშებს ჩამოუვარდა

Sky Sports-ზე დაფიქსირდა ახალი რეკორდი - ეთერში გავიდა საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ერთდროულად 4.5 მილიონმა

დღეს, 12:31

კინი: "ლივერპულთან მატჩში, რაშფორდი მოედანზე არ შემიმჩნევია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, მარკუს რაშფორდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:24

"ის, რაც მოხდა ინტერის წინააღმდეგ, ნაპოლისთან არ განმეორდება", - დანილო

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, დანილო და სილვამ "ნაპოლის" წინააღმდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ

დღეს, 12:17

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 12:06

ვინ გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი? - ბუკმეიკერების პროგნოზი

პრემიერ ლიგის 2020-2021 წლის სეზონში ბუკმეიკერები საუკეთესო ბომბარდირობას უწინასწარმეტყველებენ მოჰამედ სალაჰს.

დღეს, 11:56

"ბარსელონა ბილბაოსთან წაგებას არ იმსახურებდა", - ალბა

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 11:46

"იუვენტუსში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს", - კიელინი

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:40

ბარელას ხელში ჩაგდებას 3 გრანდი ცდილობს

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ნიკოლო ბარელას მსურველების რიგი უდგას.

დღეს, 11:34

"სკუდეტოს მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით", - ვიდალი

"ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ

დღეს, 11:24

ხაბიბის მწვრთნელმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც ნურმაგომედოვის დამარცხების შანსი ექნებოდა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, დაასახელა მებრძოლი

დღეს, 11:04

"ამას მე ვერ გავაკონტროლებ", - ლამპარდი ჩელსიდან გაშვებაზე ღიად ალაპარაკდა

„ლესტერთან“ წაგების (0:2) შემდეგ, ფრენკ ლამპარდი თავის მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 11:01

"არა, ბარსელონას ჩემთვის ჯერ არ გადაუხდია", - სეტიენი

„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა დასძინა, რომ კატალონიურ გუნდს, მისთვის ნაადრევი გაშვების გამო ფული ჯერ არ გადაუხდია.

დღეს, 10:58

"მესის ინტერში გადასვლაზე მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაიყოლიებს", - ვერონი

ყოფილმა არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:55

ბარსელონას ფეხბურთელები გრიზმანს ბოლო განცხადების გამო გაუნაწყენდნენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები თავიანთი თანაგუნდელით, ანტუან გრიზმანით უკმაყოფილოები დარჩნენ.

დღეს, 10:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10