ავტორიზაცია

მარტივი გამარჯვება და გია გრიგალავას წლის პირველი გოლი [VIDEO]

მარტივი გამარჯვება და გია გრიგალავას წლის პირველი გოლი [VIDEO]
თარიღი 04 Feb 2021, 15:19
საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა ტულის „არსენალთან“ ერთად თურქულ შეკრებაზეა.

„არსენალმა“ ამხანაგური მატჩი ბულგარულ „მონტანასთან“ გამართა და 4:0 დაამარცხა. გრიგალავამ კი თავი 37-ე წუთზე გამოიჩინა.

რუსეთის ჩემპიონატი 27 თებერვალს განახლდება. გრიგალავას გუნდი სტუმრად „სოჩის“ დაუპირისპირდება.

მატჩის მიმოხილვა