ავტორიზაცია

უნებლიე შეცდომა?! ცნობილია, როგორ მოხვდა ონანას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი

უნებლიე შეცდომა?! ცნობილია, როგორ მოხვდა ონანას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი
თარიღი 05 თებ 2021, 15:17
როგორც გითხარით, „აიაქსის“ გოლკიპერი ანდრე ონანა თავის გუნდს ერთი წლის მანძილზე ვერ დაეხმარება.

უმკაცრესი სასჯელი! აიაქსის გოლკიპერი ფეხბურთს 12 თვით ჩამოაშორეს

კამერულენ ფეხბურთელს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომელიც როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო მატჩებზე გავრცელდება.

ონანას სისხლში „ფუროსემიდი“ იქნა აღმოჩენილი. როგორც ამსტერდამული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ონანას ორგანიზმში ეს პრეპარატი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა - მან შეცდომით მეუღლის წამალი მიიღო.

„აიაქსი“ და ონანა უეფას ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და უახლოეს პერიოდში სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ.

ონანა „აიაქსში“ 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ სეზონში მან ერედივიზიის 20 მატჩში ითამაშა.