ავტორიზაცია

ვან დერ სარი ონანას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

ვან დერ სარი ონანას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა
თარიღი 05 თებ 2021, 18:54
„აიაქსის“ გენ.დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, ანდრე ონანას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა.

"უკეთესი კარიერისთვის დოპინგი არ მჭირდება", - ონანა თავის სასჯელზე განცხადებას აკეთებს

უეფამ კამერუნელი მეკარე ფეხბურთს ერთი წლით, ჩავარდნილი დოპინგ-ტესტის გამო დასაჯა.

„მიმაჩნია, რომ ეს გადამეტებული სასჯელია. ანდრე - ჩვენი საუკეთესო მეკარე და კამერუნის ნაკრების გოლკიპერია. ის ძალიან ფეთქებადი და ძლიერია.

მას არანაირი დოპინგი არ სჭირდება. ამიტომ, საერთოდ არ გვჯერა, რომ მან რაღაც შეგნებულად გააკეთა.“ - აღნიშნა ვან დერ სარმა.

„აიაქსმა“ და ონანამ უეფას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტეს.

უმკაცრესი სასჯელი! აიაქსის გოლკიპერი ფეხბურთს 12 თვით ჩამოაშორეს