ვეინალდუმის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია?

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ლივერპული" ჯორჯინიო ვეინალდუმის სხვა გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს.
მერსისაიდული გუნდი ნიდერლანდელ ცენტრალურ ნახევარმცველთან ვერ ახერხებს კონტრაქტის გახანგრძლივებას და ამის გარდა, ფეხბურთელით "ბარსა" ინტერესდება.
იმ შემთხვევაში, თუ კატალონიაში ტრანსფერი მართლაც შედგება, "წითლები" გადაერთვებიან "ლილის" ჰავბეკზე, რენატო სანჩესზე.
შეგახსენებთ, 2017-2018 წლის სეზონში პორტუგალიელმა შუახაზელმა "სუონსი სიტის" შემადგენლობაში პრემიერ ლიგაში უკვე ითამაშა.
"ძაღლების" ამჟამინდელი ნახევარმცველი მაშინ იყო მიუნხენის "ბაიერნის" საკუთრება და უელსში ის იჯარით თამაშობდა.