» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება


რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება

სერია ა-ს გასული ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად დაამარცხა "მილანი", ანგარიშით 3:1. შეხვედრის პრინციპულობის მიუხედავად, ცხადია, გადამწყვეტი სასკუდეტო დუელი ეს არ იყო. საინტერესო არის ის, რომ მასპინძლების წაგების მიუხედავად, კალჩოში ლიდერი არ შეცვლილა.

დიახ, "როსონერის" წარუმატებლობით ვერ ისარგებლა მეზობელმა "ინტერმა", რომელმაც რამდენიმე საათით ადრე, ვერაფერი მოუხერხა გენუის "სამპდორიას". რაც შეეხება უშუალოდ ტურის ცენტრალურ მატჩს, 3 გოლის გაშვების მიუხედავად, მასპინძლების საჯარიმოსთან სულაც არ ყოფილა ერთი გუნდის ზეიმი.

მილანი-იუვენტუსი 1:3



"შავ-წითლები" უპირველეს ყოვლისა საკადრო პრობლემების გამო დამარცხდნენ. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, მთავარი სისუსტე იმალებოდა მოედნის ცენტრში, სადაც გუნდს ისმაელ ბენასერი აკლდა. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება სასკუდეტო ბრძოლა ამ მოვლენების შემდეგ.

როგორც ვიცით, "ბებერ ქალბატონთან" მარცხით, დასრულდა "ეშმაკების" 28-შეხვედრიანი წაუგებელია სერია, რომელიც სათავეს 2020 წლის 8 მარტის შემდეგ იღებდა. საინტერესო ფაქტი: სტეფანო პიოლის მოდის დედაქალაქში უკვე ჰქონდა ერთი წაუგებელი სერია და ცნობისთვის, ის აგრეთვე "ბიანკონერისთან" დასრულდა.

რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება

გავიხსენოთ 2016-2017 წლის სეზონი, რომელშიც იტალიელი სპეციალისტი ლომბარდიის სხვა ნაწილში მოღვაწეობდა. როგორც ვიცით, "ნერაძურიში" ფრანკ დე ბურის კატასტროფული მუშაობის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ შუა სეზონში მდგომარეობის გამოსასწორებლად სწორედ "მილანის" ამჟამინდელ დამრიგებელს უხმო.

იმ დროს უკვე ნათელი იყო, "შავ-ლურჯები" სკუდეტოს მოგებისგან იქნებოდნენ შორს და სწორედ ამიტომ, ახალი სპეციალისტის გარშემო ამბიციური პროექტი სულაც არ ტრიალებდა. მაქსიმუმი, რაც შეეძლო აპენინელს, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეყვანა იყო. ამის გარდა, "გველებში" ის განიხილებოდა ე.წ. დროებით მწვრთნელად, სეზონის ბოლომდე.

რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება

პიოლის დანიშნვის მომენტში, ანუ 2016 წლის 8 ნოემბერს, გუნდი განისვენებდა მეცხრე ადგილზე, თუმცა 2017 წლის 28 იანვრის მონაცემებით, ლომბარდიელები იყვნენ მე-4 პოზიციაზე და ჩემპიონთა ლიგის ტრიოს სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩებოდნენ. საქმე ისაა, რომ გუნდმა ახალი დამრიგებლის ხელში მოგებათა 7-მატჩიანი სერია გამოადნო.

დიახ, 2016 წლის 2 დეკემბრიდან - 2017 წლის 5 თებერვლის შუალედში, "ჯუზეპე მეაცას" ბინადრებმა 100%-იანი შედეგი დადეს. როგორც ავღნიშნეთ, იტალიელი დამრიგებლის ზღაპარი "სინიორამ" დაასრულა. ბევრს ეგონა, მისი გუნდი არ გატყდებოდა, მაგრამ მალევე უკვე მოუგებელმა სერიამ დაისადგურა.

რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება

2017 წლის 18 მარტიდან - 14 მაისამდე, "ინტერნაციონალე" გამარჯვების მოპოვებას რვა (!) შეხვედრის მანძილზე ვერ ახერხებდა. სტეფანო შეეწირა სწორედ ამ გარემოებას და კალჩოს სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ის სამსახურის გარეშე დარჩა. რაც შეეხება მის გუნდს, ყველაფერი მე-7 პოზიციით დასრულდა.

მილანელებიდან წასვლის შემდეგ, ორი წელი მან გაატარა ფლორენციის "ფიორენტინაში", 2019 წლის 9 ოქტომბერს კი ის დაბრუნდა მოდის დედაქალაქში, თუმცა ამჯერად უკვე "როსონერიში". რას ვხედავთ ახლა? კიდევ უფრო შთამბეჭდავი წაუგებელი სერია, რომელიც ცოტა ხნის წინ, "შავ-თეთრებთან" დასრულდა.

რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება

დეჟა ვუ თუ უბრალოდ რთული გარემოება "შავ-წითლების" მწვრთნელის გზაზე? ამას სეზონის მიმდინარეობა გვიჩვენებს. უბრალოდ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ აპენინელმა უკვე გაითავისა, თუ რას ნიშნავს დაუმარცხებელი სერიების გამოდნობა და ის, თუ რა ხდება მათი დასრულების შემდეგ.

"ნერაძურიში" მიღებული გამოცდილება დაეხმარება მას მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასარიდებლად. ამასთან ერთად, აპენინელის გვერდით ხომ არის იბრა, რომელიც უკვე ძალიან მალე ახალი ენერგიით დაბრუნდება. მოკლედ, "ეშმაკების" სასკუდეტო მსვლელობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

რა მოხდა 2017 წლის 5 თებერვალს? - პიოლის მილანური კოშმარი გრძელდება

გამოკითხვა

რა ბედი ელის მილანს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერს პაპუ გომესი სურს, თუმცა ერთი პრობლემაა

„ატალანტას“ თავდამსხმელი, პაპუ გომესი, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

დღეს, 17:30

მესი პსჟ-სთვისაც კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა?

„ბარსელონას“ ვარსკვლავის სახელფასო მოთხოვნებმა შესაძლოა მისი მსურველების სია შეამციროს.

დღეს, 17:23

კრესპო: "ლაუტაროს ბარსელონასთვის უარის თქმა მე შევთავაზე და მართალიც აღვმოჩნდი"

გასულ ზაფხულს, ლეგენდარული არგენტინელი, ერნან კრესპო, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ გადასვლის წინააღმდეგი იყო.

დღეს, 17:14

რუმენიგე: "ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარებაზე ფიქრობს"

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, აღნიშნა, რომ ევრო 2020 შესაძლოა...

დღეს, 17:09

რომას მიმდინარე სეზონში მეორე ტექნიკური მარცხი ემუქრება

„რომამ“ იტალიის თასზე დამატებით დროში „სპეციასთან“ წააგო (2:4) და ტურნირს 1/8-ფინდალიდან გამოეთიშა.

დღეს, 17:05

"ასე თუ გაგრძელდა, ბეილს რეალში დააბრუნებენ", - ბერბატოვი

„ტოტენჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, გარეტ ბეილზე ისაუბრა.

დღეს, 16:47

ბარსელონას ექს-ფეხბურთელი არგენტინული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი, გაბრიელ მილიტო, „არგენტინოს ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, 15:57

არსენ ვენგერი არსენალიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა

„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, გუნდიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 15:54

ლოვრენი: "კლოპმა მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ მე ანალოგიურით არ ვუპასუხე"

„ზენიტის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, იურგენ კლოპთან მიმოწერა გაასაჯაროვა.

დღეს, 15:47

უეფამ წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა! მას გულშემატკივრები ირჩევდნენ

უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 15:41

ვერონი: "დიბალას იუვენტუსის დატოვებას ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 13:37

"იმედი მაქვს, პოგბას სატრანსფერო საგა მალე დასრულდება", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 13:29

"მე უფრო ვენატრები ლივერპულს, ვიდრე პირიქით, კლოპმა ეს იცის", - ლოვრენი

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის, "ლივერპულის"

დღეს, 13:03

"ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოს ვართ", - სტოუნსი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:54

ლივერპულის კედელი - ფაბინიოს შთამბეჭდავი სერია გრძელდება

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ფაბინიო ტავარესი იყო.

დღეს, 12:49

ითამაშებს თუ არა რამოსი კოპა დელ რეიზე დღეს?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშებაში "ალკოიანოს"

დღეს, 12:42

მატჩი, რომელიც რეიტინგით მხოლოდ სამეფო კარის თამაშებს ჩამოუვარდა

Sky Sports-ზე დაფიქსირდა ახალი რეკორდი - ეთერში გავიდა საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ერთდროულად 4.5 მილიონმა

დღეს, 12:31

კინი: "ლივერპულთან მატჩში, რაშფორდი მოედანზე არ შემიმჩნევია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, მარკუს რაშფორდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:24

"ის, რაც მოხდა ინტერის წინააღმდეგ, ნაპოლისთან არ განმეორდება", - დანილო

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, დანილო და სილვამ "ნაპოლის" წინააღმდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ

დღეს, 12:17

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 12:06

ვინ გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი? - ბუკმეიკერების პროგნოზი

პრემიერ ლიგის 2020-2021 წლის სეზონში ბუკმეიკერები საუკეთესო ბომბარდირობას უწინასწარმეტყველებენ მოჰამედ სალაჰს.

დღეს, 11:56

"ბარსელონა ბილბაოსთან წაგებას არ იმსახურებდა", - ალბა

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 11:46

"იუვენტუსში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს", - კიელინი

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:40

ბარელას ხელში ჩაგდებას 3 გრანდი ცდილობს

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ნიკოლო ბარელას მსურველების რიგი უდგას.

დღეს, 11:34

"სკუდეტოს მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით", - ვიდალი

"ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ

დღეს, 11:24

ხაბიბის მწვრთნელმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც ნურმაგომედოვის დამარცხების შანსი ექნებოდა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, დაასახელა მებრძოლი

დღეს, 11:04

"ამას მე ვერ გავაკონტროლებ", - ლამპარდი ჩელსიდან გაშვებაზე ღიად ალაპარაკდა

„ლესტერთან“ წაგების (0:2) შემდეგ, ფრენკ ლამპარდი თავის მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 11:01

"არა, ბარსელონას ჩემთვის ჯერ არ გადაუხდია", - სეტიენი

„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა დასძინა, რომ კატალონიურ გუნდს, მისთვის ნაადრევი გაშვების გამო ფული ჯერ არ გადაუხდია.

დღეს, 10:58

"მესის ინტერში გადასვლაზე მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაიყოლიებს", - ვერონი

ყოფილმა არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:55

ბარსელონას ფეხბურთელები გრიზმანს ბოლო განცხადების გამო გაუნაწყენდნენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები თავიანთი თანაგუნდელით, ანტუან გრიზმანით უკმაყოფილოები დარჩნენ.

დღეს, 10:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10