ავტორიზაცია

"ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ", - მილინკოვიჩ-სავიჩმა ოცნების გუნდი გაამხილა

"ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ", - მილინკოვიჩ-სავიჩმა ოცნების გუნდი გაამხილა
თარიღი 06 თებ 2021, 23:50
"ლაციოს" ნახევარმცველმა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ოცნების კლუბი დაასახელა.

"ყოველთვის ვოცნებობდი "რეალში" გადასვლაზე. ბავშვობიდან. ჩემს კარიერაში მთავარი მიზანი ეს არის და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა მივაღწიო", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

25 წლის სერბ ფეხბურთელს რომაულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წელს ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, მილინკოვიჩ-სავიჩის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.